დაჭრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - თანასოფლელმა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 53 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის თანასოფლელმა 53 წლის მამაკაცს სამი ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენა.
მძიმედ დაჭრილი მამაკაცი, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილსში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს.
მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.