თბილისში ავტომობილი მტკვარში გადავარდა - არის მსხვერპლი

16.02.24 10:30
თბილისში ავტომობილი მტკვარში გადავარდა - არის მსხვერპლი

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც მტკვარში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანამ მეტეხის ხიდის ჯებირი გაანგრია და წყალში ჩავვარდა. 

ადგილზე გვიან ღამემდე მყვინთავ-მაშველები და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა. ავტომობილი წყლიდან უკვე ამოიტანეს.

მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.
 

მსგავსი სიახლეები