საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა
ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.