რესპუბლუკურის ექიმები ისევ პროტესტის რეჟიმში არიან - არ გამორიცხავენ შიმშილობასაც

16.02.24 11:42
რესპუბლუკურის ექიმები ისევ პროტესტის რეჟიმში არიან - არ გამორიცხავენ შიმშილობასაც

ყურადღების ცენტრში ისევ რესპუბლიკური საავადმყოფოა. ქალაქის ცენტრალური ჰოსპიტალის მედიკოსები აქციას მართავენ. თეთრხალათიანები ქუჩაში დღესააც უცვლელი მოთხოვნებით გამოვიდნენ. მედიკოსები კლინიკის შენობის ნგრევას აპროტესტებენ. 

ექიმები ზურაბ აზარაშვილის პასუხებს ელოდებიან. მამუკა მდინარაძესთან გამართულმა ერთმა შეხვედრამ, გააჩინა მოლოდინი, რომ შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტრომ უკან დაიხიოს და კლინიკის დემონტაჟზე უარი თქვას. არ განიხილება არც კონპენსაციები და არც ალტერნატიულ სამუშაო სივრცეებში გადანაწილება. ერთადერთი საკითხი, რომელზეც საუბარსაც ექიმები გეგმავენ, ეს კლინიკის ნგრევის შეჩერებაა.

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ექიმები არც შიმშილობის დაწყებას გამორიცხავენ.

იყო კარგი დიალოგი მამუკა მდინარაძესთან, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვერაზე ძალიან უნდოდა დასწრება ირაკლი კობახიძესაც, მაგრამ, მოგეხსენებათ, ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს. ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ამ ბრძანების გაუქმება და გარკვეული დაპირება იყო ამ მხრივ. ყოველ შემთხვევაში, წინააღმდეგობა ამაზე არ ყოფილა. ბევრი ფიქრობს უკიდურეს ზომაზეც პროტესტის, თუმცა ყველაზე უკიდურესი ზომაა შიმშილობა, - ამბოლბს პროტესტის მონაწილე მედიკოსი. 
 

ხვალ 14:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი მსვლელობას რუსთაველის მეტროდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე მოაწყობს.  

მსგავსი სიახლეები