მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო - რა ხდება მესამე პრეზიდენტის საზოგადოებრივ მისაღებში (ფოტოები)
მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნაზე ხელმომწერების მსურველთა ნაკადი არ წყდება. მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ თხოვნით, მესამე პრეზიდენტი პატიმრობიდან იხსნას.
მისაღებში მისული ადამიანები აცხადებენ, რომ მოქმედი პრეზიენტის იმედი აქვთ. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას ძალიან სჭირდება და ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია.
მნიშნელოვანი ხელმოწერა იმდენა არის, რომ უნდა გათავისუფლეს მიხეილ სააკაშვილი. ეს ჩვენი მოთხოვნა დღეს კი არა, დიდი ხანია არის, მაგრამ დღეს ხელმოწერებს ვაგროვებთ. ღმერთმა ქნას, რომ მიშა გამოვიდეს გარეთ. რაღაცის მოლოდინი მაქვს, ჯერ მაქვს იმის მოლოდინი, რომ შეიძლება ჩვენს პრეზიდენტს ტვინი გადაუბრუნდეს და რაღაც გააკეთოს. ერთხელ სასიკეთო რამე ისეთი გააკეთოს, რომ გამოუშვას სააკაშვილი და მთელი მსოფლიო გვერდზე დაუდგება. მე პირადად და ჩემს ირგვლივ ვინც არიან, ყველას ძალიან გვინდა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ. ძალიან ბევრს გააკეთებდა. დღეს მიშა გარეთ რომ იყოს, ესენი ასე ვერ იქნებოდნენ, როგორც არიანდა ჩვენც ასეთი გაჭირვება არ გვექნებოდა, - ამბობს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იზა მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა საგანგებო ბრიფინგზე მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დააანონსა. სოფო ჯაფარიძის თქმით, ხელმოწერები პრეზიდენტს 1 მარტს გადაეცემა.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.