ტრაგედია გომის მთაზე - სამაშველო ოპერაცია დასრულდა

13.03.21 17:23
ტრაგედია გომის მთაზე - სამაშველო ოპერაცია დასრულდა

გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მთაში გაყინული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ვერტმფრენით გომის მთიდან ქუთაისში პროზექტურაში გადაასვენეს. სამაშველო ოპოერაციას რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. გადარჩენილი სამი ახალაგაზრდა კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, დაშვებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია გუშინ მოხდა, გომის მთაზე წასულ 4 ახალგაზრდას მაშველები რამდენიმე საათი ეძებდნენ.

მსგავსი სიახლეები