ბულინგი და ფიზიკური ძალადობა გორის სკოლაში - დაშავდა მერვეკლასელი
ბულინგი და ფიზიკური ძალადობა გორის სკოლაში - მოზარდები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულია მერვე კლასელი მოზარდი, მას ექიმების დახმარებაც დასჭირდა.
შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე, საგაკვეთილო პროცესის დროს მოხდა. მოზარდები ერთამენთთან სამეთვალყურეო კამერების წინ დაუპირისპირდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ინციდენტს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებიც შეესწრენენ.
დაშავებული მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, სამართალდამცავებმა ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გუშინ გამოჰკითხეს.
სკოლის დირექტორი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, დაცვის თანამშრომელი კი ამბობს, რომ პროვოკატორულ ზღაპარს აქვს ადგილი.
"რა ზღაპრებია, ვინ არის სისხლიანი, მაჩვენეთ ერთი, ასეთ პროვოკატორულ ზღაპარს რომ იტყვის, ადამიანია სხლა ის? რა რეაგირება, რა უნდა იყოს ახლა, ბავშვები ერთმანეთთან თუ პატარაზე წაკინკალვდნენ, იმ წუთში შერიგდებიან, მოსავწლე არ იყავით?! იმ წუთში შერიგდებიან და დამთავრდა. ეგ არის, სხვა რა. აქ რა სერიოზული გარჩევა ექნებათ?! ბიზნესმენები არიან, რაღაცას წაართმევენ ერთმანეთს?! - ამბობს დაცვის თანამშრომელი, რომელიც მომხდარს შეესწრო.
გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ სკოლის დირექტორს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დღეს შეხვდება.
"არ ვიცი მიზეზი ამ დაპირისპირების, ეს იყო ჩვეულებრივი ბავშვური ჩხუბი თუ რაიმე სერიოზული საფუძველი ჰქონდა ამ ჩხუბს. როგორც მეუბნებიან, ერთ-ერთ მოსწავლეს აქვს კაპილარი სუსტი, ისე რომ მძიმე რამე საგანი რომ აწიოს მაშინაც შეიძლება ცხვირიდან სისხლი წამოუვიდეს და მოკლედ ამ ცხვირიდან სისხლის წამოსვლამ რაღაც სურათი დახატა, არც ისე სასიამოვნოდ, როგორც მითხრეს", - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.