,,ფაიზერითა" და ,,ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი

30.06.21 12:39
,,ფაიზერითა" და ,,ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი

მოქალაქეებს „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში ექნებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი ინფორმაციით,  „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება კლინიკების ნაწილში, ხოლო „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მოხმარება მოხდება დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში.

ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია ისეთი რეგიონები, სადაც სამწუხაროდ, კლინიკურ ნაწილთან ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს ნაკლები აქვთ. სწორედ ამ მომენტში, სხვა ფორმატში შევეცდებით და გამოვიყენებთ მასობრივი ვაქცინაციის სივრცით მოწყობას. საქართველოში ერთი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ კი, თბილისში, „ჰუალინგის“ ცენტრში.

მინდა მოქალაქეებისთვის განვმარტო, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იქნება მხოლოდ კლინიკებში. ვინაიდან ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ასევე, „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაშიც მათ ხელმისაწვდომობა ექნებათ კლინიკების ნაწილში. ხოლო ჩინური ვაქცინებით „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მათ შეეძლებათ დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ამ პერიოდისთვის გვაქვს შეჯერებული - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.