იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, პოლიტიკური განცხადება გააკეთოს - მარსაგიშვილი

30.06.21 13:09
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, პოლიტიკური განცხადება გააკეთოს - მარსაგიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ნიკოლოზ მარსაგიშვილი,  ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევას აფასებს და აღნიშნავს, რომ მოსამართლეებს გარკვეულწილად აქვთ უფლება, პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს.

მოსამართლეები ამავდროულად არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მათ შეუძლიათ გარკვეული პოლიტიკური კონტექსტის შემცველი განცხადებების გაკეთება. ვფიქრობ, რომ ეს დასაშვებია. - აცხადებს ნიკოლოზ მარსაგიშვილი.

 სასამართლო კლანი ეთიკური სტანდარტების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. მოსამართლეთა საჯარო განცხადებები ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“  შეისწავლა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყოფილი და  მოქმედი მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში სასამართლოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელ ეპითეტებსა და სიძულვილის ენას იყენებდნენ, რაც ეთიკური ნორმების დარღვევაა.

 

 

მსგავსი სიახლეები