ონკოლოგიური პრეპარატებისთვის დაწესებული ლიმიტი არ გაუქმდება - აზარაშვილის უწყებამ მძიმე პაციენტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ონკოლოგიური პრეპარატებისთვის დაწესებული ლიმიტი არ გაუქმდება. ამ შედეგით დასრულდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. რამენიმე საათის განმავლობაში მძიმე პაციენტებს ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი უწყების წარმატებებზე საუბრებოდა, თუმცა პაციენტების მთავარი მოთხოვნა აზარაშვილის უწყებამ ისევ მოთხოვნად დატოვა.
პაციენტებს დღესვე აინტერესებდათ, რატომ არის ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი დეფიციტში, თუმაც მათ უთხრეს, რომ სხვა, ჩამანაცვლებელი მედიკამენტები იშოვონ, რადგან ეს პრობლემა ქვეყანაში სულ არსებობდა.
პასუხად მივიღეთ პრეზენტაცია იმის თუ რა გაკეთდა ბოლო 30 და ბოლო 2 წლის განმავლობაში ამის შედარება და ვერანაირ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს. გვეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი დალაგდება უახლოეს მომავალში. გვითხრეს, რომ 25 ათას ლარიანი ლიმიტი არის პირობითი. რომ ვკითხეთ, რას ნიშნავს პირობითი ლიმიტი, გვითხრეს, რომ როდესაც ადამიანს ამოეწურება 25 ათას ლარიანი ლიმიტი, მას შეუძლია მიმართოს რეფერალურს. მაგრამ ჩვენთან ერთად იყვნენ ონკოპაციენტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რეფერალურიდან უარის მესიჯები აქვთ ძალიან ბევრი, - ამბობს მოქალაქე.
შეხვედრა ონკოლოგიური პაციენტების ერთთვიანი პროტესტის შემდეგ გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. მძიმე სენის მქონე ადამიანები ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.