აქცია ევროკავშირის ოფისთან - პრორუსული ძალები პრაიდთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას აპროტესტებენ

30.06.21 13:07
აქცია ევროკავშირის ოფისთან - პრორუსული ძალები პრაიდთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას აპროტესტებენ

აქცია ევროკავშირის ოფისთან - ადგილზე ამ წუთებში პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფების წევრები  შეიკრიბებნენ.

აქციის მონაწილეები თბილისი პრაიდთან დაკაშირებით ევროკავშირის პოზიციას აპროტესტებენ. შეკრებილებისთვის მიუღებლია ცივილიზებული სამყაროს მხადაჭერა ე.წ. ,,ღირსების მარშის" მიმართ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი, ითხოვს, დატოვოს თანამდებობა ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა, რადგან ის ლგპტ თემის უფლებებს იცავს და საქართველოში გარყვნილების პროპაგანდას ეწევა. 

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, ჰარცელთან შესულიყვნენ, მაგრამ ერთადერთი, რაც მოახერხეს, იყო ის , რომ ევროკავშირის ელჩს წერილი დაუტოვეს. 

აქციის გამართვა იგეგმება ამერიკის საელჩოსთანაც.

მსგავსი სიახლეები