მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - რა გახდა 41 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი
ყოფილი სამხედროების ბედი ექსპერტების ხელშია. სწორედ მათ უნდა დაადგინონ, რა გახდა ირაკლი აფრიამაშვილის გარდაცვალების მიზეზი. სამი ჯარისკაცი დღეს მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. სამივე ადასტურებს, რომ აფრამიაშვილთან იჩხუბეს და ფიზიკური დაზიანებაც მიაყენეს, თუმცა მის მკვლელობას კატეგორიულად უარყოფენ. არ არის გამორცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. გარდაცვლილის ოჯახი იწმუნება, რომ მათი შვილის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში 5 კაცი მონაწილეობდა.
პროკურატურამ დაკავებების სერია "ტვ პირველის" საგამოძიებო რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან ორი კვირის შემდეგ დაიწყო. საეჭვო გარემოებებეში გარდაცვლილი სამხედროს საქმე ბევრ კითხვას ბადებს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ირაკლი აფრიამაშვილი ჯერ მოკლეს და შემდეგ მისი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს. ცხედარს სახეზე აშკარა ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, თუმცა სულ სხვა ვერსია აქვს ბრალდებულის დაცვის მხარეს და ამტკიცებენ, რომ გარდაცლილს მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, ანგარიშსწორების მიზეზი კი ეჭვიანობა იყო.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.