შესაძლებელი იყო თუ არა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება? - რა წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში

16.02.24 20:26
შესაძლებელი იყო თუ არა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება? - რა წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში

 

 

შოვში, სტიქიის არეალში ნებისმიერი  მშენებლობა დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ტრაგედია ისევ განმეორდეს. სტიქიური ეპიცენტრიდან  26 ჰექტარის რადიუსზე  ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. გარემოს დაცვის ეროვნული საააგენტოს მომზადებული დასკვნით, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, დადასტურდა ის, რაზეც თვეების განმავლობაში სპეციალისტები საუბრობდნენ. ღვარცოფულმა ნაკადმა შოვში ე.წ კოტეჯების დასახლება 10 წუთში დაფარა. თუ  ადგილზე წინასწარი გაფრთხილების სისტემები იქნებოდა, სავარაუდოდ, ეს დრო მოქალაქეების ევაკუაციისთვის საკმარისი იქნებოდა. 

რა მოხდა შოვში და რამ გამოიწვია მეწყერი, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გეოლოგებმა 6 თვიანი მოკვლევის შემდეგ დაასკვნეს, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით კლდეზვავური მასა ჩამოიშალა და მყინვარის ნაწილი ჩამოინგრა. ნაკადმა კი დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამტკიცებენ, რომ განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი ტრაგედიის თავიდან აცილება  შეუძლებელი იყო.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები