ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმება ვერ შედგა - ონკოპაციენტები ისევ ქუჩის პროტესტს აანონსებენ

16.02.24 20:40
ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმება ვერ შედგა - ონკოპაციენტები ისევ ქუჩის პროტესტს აანონსებენ

 

 

უშედეგო შეხვედრა ონკოპაციენტებთან და დაანონსებული უწყვეტი პროტესტი - ჯანდაცვის სამინისტროში გამართული აუდიენციის დეტალები ჟურნალისტებს დღეს მძიმე დაავადების მქონე მოქალაქეებმა უამბეს. ირკვევა, რომ აზარაშვილი პირობას არ ასრულებს და დაფინასებაზე არსებულ ლიმიტს ძალაში ტოვებს.

არ იზრდება არც თანხის რაოდენობა, რომელიც ყოველწლიურად 25 ათასი ლარია, პაციენტებს კი ეს ფული წლიდან წლამდე მედიკამენტებზეც არ ყოფნით.  ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციის გაცნობის შემდეგ ონკოპაციენტები ამბობენ, რომ იძულებულები არიან, პროტესტი ისევ ქუჩაში გააგრძელონ.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები