სასტიკად ნაცემი მეცხრეკლასელი გორში - დაეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა მასწავლებელებსა და მანდატურს?

16.02.24 20:44
სასტიკად ნაცემი მეცხრეკლასელი გორში - დაეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა მასწავლებელებსა და მანდატურს?

 

 

დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა გორის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელებსა და მანდატურს? გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ ერთ-ერთი მოზარდის წინააღმდეგ ბულინგსა და ფიზიკურ ძალადობას პედაგოგები და მანდატურის თანამშრომლები უყურებდნენ, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს.  

ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად მძიმედ არის დაშავებული მერვე კლასელი ბიჭი, რომელსაც ექიმების დახმარება დასჭირდა. მოზარდს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ირკვევა, რომ ამ სკოლაში მოსწავლეების ბულინგისა და ცემის ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა სკოლის ადმინისტრაციას არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები