ჩხრეკა-ამოღების წესთან დაკავშირებით ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის

30.06.21 14:00
ჩხრეკა-ამოღების წესთან დაკავშირებით ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი" პარლამენტის მიერ ჩხრეკასთან დაკავშირებით მიღებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს და  სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად ემზადება.

 არას ამთავრობო სექტორი საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში  ადანაშაულებს.

პლენუმის გადაწყვეტილებით, პოლიციური ჩხრეკის დროს ამოღებული მტკიცებულება ნეიტრალური პირის ჩვენებით, ან სხვა მტკიცებულებით, უნდა ყოფილიყო დადასტურებული, თუმცა პარლამენტმა ცვლილება კანონში ისე მიიღო, რომ მტკიცებულების გაყალბების ბერკეტი, იურისტების თქმით,  საგამძიებო უწყებას ისევ დაუტოვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული სტანდარტი არ გაითვალისწინა.

პარლამენტმა მიიღო ცვლილება კანონში, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთის კანონიერად ცნობისთვის და იმისთვის, რომ ამ ნივთის საფუძველზე ადამიანს დაედოს გამამტყუვნებელი განაჩენი, არ არის აუცილებელი ნეიტრალური მტკიცებულება. პარლამენტი არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ კონკრეტულ მკაფიო სტანდარტებს და კანონმდებლობაში ახორციელებს სტანდარტებს, რომელსაც მოქალაქეების უფლებების არსებითი გაუმჯობესება არ მოაქვს.   - აცხადებს  ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი, გურამ იმნაძე.