"პუტინი მკვლელია" - ნავალნის მკვლელობას თბილისშიც აპროტესტებენ
"პუტინი მკვლელია" - ამ შინაარსის პლაკატები გამოჩნდა თბილისშიც. ამ წუთებში პროტესტია რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან. რუსულ რეჟიმს გამოქცეული მოქალაქეები ადგილზე ალექსეი ნავალნის მკვლელობას აპროტესტებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ოპონენტი სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა მოკლა.
საქართველოს მოქალაქეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე აქციებს უერთდებიან. ნავალნის გარდაცვალებას უამრავ ქვეყანაში აპროტესტებს ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებენ.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
29.06.26 11:06
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.