ხალხმრავალი აქცია ბათუმში - მოქალაქეები ნავალნის ხსოვნას პატივს მიაგებენ
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსანდრე ნავალნის პატივსაცემად ბათუმში აქცია გაიმართა - პოლიტიკოსის ხსოვნას მოსახლეობამ პატივი მიაგო.
მდუმარე აქცია თბილისშიც მიმდინარეობს. საქართველოში რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მოქალაქეები ამ წუთებშიც იკრიბებიან. მანამდე კი აქცია პარლამენტის წინ გაიმართა.