ხმაური და დაპირისპირება ნავთლუღის ბაზარში - მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს დახლები აუყარეს
ხმაური და დაპირისპირება ნავთლუღის ბაზარში - მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს დახლები აუყარეს და ვაჭრობის უფლება არ მისცეს.
ცივ ზამთარში ლუკმა-პურის ფულის გარეშე დარჩენილი ათობით მოვაჭრე დახმარებას ითხოვს. "პირველებთან" საუბრის დროს ისინი ამბობენ, რომ შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩნენ, ამიტომ შეგუებასა და დანებებას არ აპირებენ.
გარემოვაჭრეები უწყების თანამშრომლების მხრიდან შეურაცხმყოფელ მოპყრობაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ მერიის წარმომადგენლებმა თავდაპირველად ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადანაცვლება მოსთხოვეს, თუმცა გაძვირებული გადასახადების გამო მათ უარის თქმა მოუწიათ, ამიტომ მუნიციპალურმა ინსპექციამ ყველანაირი გაფრთხილების გარეშე ვაჭრობის უფლება აუკრძალა.
სულ უნამუსოებს გვეძახიან, რახან ქუჩაში ვდგავართ. ჩვენც გვინდა ლუკმა-პურის ფული. ჩვენც გვინდა მუშაობა. ჩვენც გვყავს ოჯახები. შვილიშვილები მყავს დასაზრდელი. ყველას თავისი პრობლემა აქვს. ესენი რომ დამძღრები არიან, ჩვენ ეგრე არ ვართ", - თქვა გარემოვაჭრემ.
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები კი მოვაჭრეების მხრიდან კანონს დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თავდაპირველ ეტაპზე მათ გაფრთხილება მისცეს, თუმცა თხოვნის გაუთვალისწინებლობის შემდეგ იძულებულები გახდნენ, საკუთარი პროფესიული ვალდებულება შეესრულებინათ.
ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელზეც სამსახურის მიერ ხორციელდება მუდმივი კონტროლი, აქედან გამომდინარე, როგორც ეს ქალბატონები, ასევე სხვა არაერთი პიროვნება, არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს როგორც დაჯარიმებას, ასევე კონფისკაციას. აქედან გამომდინარე, სამსახური ასრულებს თავის ვალდებულებას", - თქვა უწყების წარმომადგენელმა.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.