ღამით, თბილისის აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა, 2 კი გადაიდო - რა გახდა ამის მიზეზი?
ღამით, თბილისის აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა, 2 კი გადაიდო - ამის მიზეზი ნისლი და დაბალი ხილვადობა გახდა.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია "ტავ ჯორჯიამ" განუცხადა, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
"ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის“ სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო "პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-თბილისის რეისი. ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება," - აცხადებენ "ტავ ჯორჯიაში."
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.