თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები ამჯერად ამერიკის ელჩის გადადგომას ითხოვენ

30.06.21 15:20
თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები ამჯერად ამერიკის ელჩის გადადგომას ითხოვენ

ძალადობრივი და პრორუსული დაჯგუფების წევრებმა ლოკაცია შეიცვალეს. თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგებმა ევროკავშირის წარმომადგენლობიდან ამერიკის საელჩოსთან გადმოინაცვლეს. გურამ ფალავანდიშვილის დაჯგუფება ამჯერად ქვეყნიდან ამერიკის შეერტებული შტატების ელჩის გაძევებას ითხოვს.

შეკრებილები კელი დეგნანს ლგბტ თემის პროპაგანდასა და მხარადჭერაში  ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ის გამოხატვის თავისუფლების დაცვით  ქვეყნის ინეტერესებს აზიანებს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის, თქმით, ამერიკის ელჩი გარყვნილების პროპაგანდას მხარს უჭერს და მან საქართველო უნდა დატოვოს.

ქალბატონო დეგნან, უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკა მისი საელჩოს მეშვეობით ეწევა დამოუკიდებელი საქართველოს ზნეობრივ ოკუპაციას. 

ქალბატონო დეგნან, თქვენ პირადად ხართ ჩართული ჰომოსექსუალიზმის და გარყვნილების პროპაგანდაში. 

მოვითხოვ, რომ თქვენ და თქვენმა თანამოაზრეებმა საელჩოდან დაუყონებლივ დატოვოთ ჩვენი სუვერენული ქვეყანა. - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

აქცია მანამდე ევროკავშირის საელჩოსთან ჩატარდა.

თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები  1-5 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები