"მოცვივდნენ, ხელები დაამტვრიეს ქალებს, ზოგს გული წაუვიდა" - ნავთლუღის ბაზართან გარემოვაჭრეთა პროტესტი გრძელდება
"მოცვივდნენ, ხელები დაამტვრიეს ქალებს, ზოგს გული წაუვიდა", - ნავთლუღის ბაზართან გარემოვაჭრეების პროტესტი ამ დრომდე არ წყდება. ადგილზე მისულმა მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ხალხს პროდუქტები ძალის გამოყენებით გადაუყარა.
გარემოვაჭრეები უწყების თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ მოპყრობაში ადანაშაულებენ და "პირველებთან" ამბობენ, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა, დანებებას არ აპირებენ, რადგან საქმე მათ ერთადერთ შემოსავლის წყაროს ეხება, რომლითაც ოჯახის წევრებს არჩენენ.
ერთი საათის წინ ანალოგიური მდგომარეობა იყო. თქვენ რომ წახვედით ნახევარ საათში მოვიდნენ. ჯერ შემოგვიარეს და მერე რომ მიხვდნენ, ჩვენი დამცველი არავინ არ იყო, დაგვესივნენ, ხელები დაამტვრიეს ქალებს, ზოგს გული წაუვიდა. ტანსაცმელი თუ რაც იყო, ყველაფერი წაიღეს. რამდენი იყვნენ ვერც დავითვალე. მე ვუთხარი, თუკი წასაღები რაიმე იყო და ეს კანონის ფარგლებს ცდებოდა, რატომ არ გააკეთეთ, როდესაც ჟურნალისტები იყვნენ მოსულები და მაშინ რატომ არ იაქტიურეთ ანალოგიური ქმედებით-მეთქი. ამათი პასუხი იყო, თქვე ღორებო, თქვე ასეთებო, ისეთებო და შეურაცხმყოფელი სიტყვები და ანალოგიურს რომ მიიღებდნენ ჩვენ გაბრაზებულზე, ასე არის. არ ვიცი, რა გვეშველება. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, საჭმლის ფულზეა საუბარი, ამიტომ არ დავნებდებით.", - თქვა გარემოვაჭრემ.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.