ქართველი პატიმარი ციხიდან გაიქცა - რა მოხდა საბერძნეთში?
საბერძნეთში ქართველი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან გაიქცა - 43 წლის კაცი ციხიდან სასამართლო პროცესზე გადაყვანის დროს შეუძლოდ გახდა, ამიტომ მან საავადმყოფოში წასვლა მოითხოვა.
მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებული ქალაქ ლარისას ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც საავადმყოფოდან გაქცევა მოახერხა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება დროულად მოახერხეს.