თვითმფრინავში ასაფეთქებლის არსებობაზე ცრუ შეტყობინება - დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

17.02.24 15:56
თვითმფრინავში ასაფეთქებლის არსებობაზე ცრუ შეტყობინება  - დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

ცრუ შეტყობინებაში მხილებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს. კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბარსელონისკენ მფრინავ ბორტზე ნაღმი იყო, მისი უფლებადამცველის თქმით, დუმილის უფლებას იყენებს.

შეტყობინება Wizz Air-ის სათაო ოფისში ორი დღის წინ შევიდა, რის გამოც გაფრენილი ავიახომალდი ქუთაისის აეროპორტში დააბურნეს. დაკავებული მამაკაცი ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია. 

სასამართლო მის აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

დაკავებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა , რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 14 თებერვალს, ბრალდებულმა ქ. ქუთაისიდან ბუდაპეშტში, ავიაკომპანია WizzAir-ის ცენტრალურ ოფისში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა.

მსგავსი სიახლეები