ავარია ქედაში - გარდაცვლილია 21 წლის ბიჭი
ავტოსაგზაო შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში - სოფელ დოლოგანში გვიან ღამით ავარიის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა.
"IPN-ის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობს შეეჯახა. თავდაპირველად იგი ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.