ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები - რუსეთში მასობრივი დაკავებები განახლდა

17.02.24 16:44
ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები - რუსეთში მასობრივი დაკავებები განახლდა

რუსეთში მასობრივი დაკავებები განახლდა - სამგლოვიარო მემორიალთან მისულ ადამიანებს პუტინის პოლიცია აპატიმრებს. ქალები და კაცები, იზოლატორებში ერთი მეორის მიყოლებით გადაჰყავთ. რუსული ქალაქებიდან გავრცელებულ უახლეს მასალაში კარგად ჩანს, რომ მოქალაქეებზე სამართალდაცველები ფიზიკურადაც ძალადობენ. ერთ ადამიანს ათამდე პოლიციელი აკავებს.

ნავალნის სიკვილის გამო, რუსეთშიი სამოქალაქო პროტესტია აგორებული. არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ - სკანდირებენ სამგლოვიარო მემორიალებთან ქუჩებში გასული ადამიანები. არასრულ ერთ დღეში დაკავებულთა რიცხვი 150-მდე აღწევს.

ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა. კირა იარმიში ნავალნის დედისთვის გადაცემულ ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე გარდაიცვალა.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

მსგავსი სიახლეები