გორში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ

17.02.24 17:52
გორში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ

მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ - გორში, სადგურის დასახლებაში, სადაც სახლები პირდაპირ მთის ფერდზეა გაშენებული, ექვსი ოჯახი დღეს და ღამეს შიშში ატარებს. ყოველი წვიმის მოსვლის შემდეგ არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა, სახლები დაინგრეს.

მოსახლეობა "პირველებთან" საუბარში აცხადებს, რომ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გორში ადგილობრივი მთავრობიდან ჩავიდნენ, რომლებმაც მოქალაქეებს ქირით გასვლა შესთავაზეს. ადგილობრივებმა წინადადებაზე უარი განუცხადეს და მთავრობის წევრებს მოუწოდეს, რომ საჭიროა პრევენციული ზომების მიღება.

რომ ჩამოწვა ადრე მეწყერი, არაფერი გაუკეთებიათ. მთავრობა ცდილობს, რომ გაგვასახლოს აქედან. იძახიან, რომ მიწა ჩამოდისო. აქ ცხოვრება უსაფრთხო არის თუ არა, არ ვიცი", - ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები