ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალმა კორპუსმა ფუნქციონირება შეწყვიტა

30.06.21 15:18
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალმა კორპუსმა ფუნქციონირება შეწყვიტა

1 წლისა და ორი თვის ფუნქციონირების შემდეგ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალმა კორპუსმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

კლინიკა ბათუმში 6 წლის განმავლობაში შენდებოდა, მისი გახსნა შარშან მოხერხდა და კოვიდპაციენტები მოიღო, თუმცა დღეს იგი უკვე დაკეტილია რამდენიმე დღით. მიზეზი ელექტრო სადენების დაზიანებაა. კლინიკის ხელმძღვანელობის განცხადებით, საავადმყოფომ დატვირთვას ვერ გაუძლო და დამატებითი სადენების მონტაჟი გახდა აუცილებელი.

სარემონტო სამუშაოების გამო კოვიდპაციენტები ბათუმის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის მშენებლობა ბიუჯეტს 27 მილიონი ლარი დაუჯდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დროს კოვიდცენტრი იყო.