აიკრძალოს გარევაჭრობა - "ბორჯომის ბაზრის" მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ

18.02.24 12:41
აიკრძალოს გარევაჭრობა - "ბორჯომის ბაზრის" მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ

"ბორჯომის ბაზრის" მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ. ხალხი მყიდველის ნაკლებობას უჩივის. მიზეზი გარემოვაჭრეებიც არის, მათ შორის. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზარში ხალხი მიდის, თუმცა შიდა ტერიტორიაზე აღარ შედის და სასურველ პროდუქციას გარეთ ყიდულობენ. სადგურის მოედანზე დასაქმებული ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს უსამართლობაა, რადგან დიდ გადასახადებს იხდიან, პროდუქციას კი ვერ ყიდიან. 

ძალიან რთული მდგომარეობაა, ხალხი არ ამოდის ბაზრობაზე, გადატენილია ქუჩები, შემოსასვლელი და ჩვენც ჩეკს ვიხდით, 450 ლარს ვიხდი ამ დახლში, 1100 ლარს ვიხდი ორ ადგილში. ფიზიკურად ვერ ვიხდით უკვე თანხას, ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს, - ამბობს მოვაჭრე.

ცოტა ხნის წინ მერიამ გარემოვაჭრეებს დახლების აღება მოსთხოვა, რისთვისაც რამდენიმე დღიანი ვადა მისცა. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ ალტერნატიული ფართი არავინ შესთავაზა, შიდა ტერიტორიაზე გადასვლა და გადასახადის გადახდა კი მათ არ შეუძლიათ. 

მერიის ბრძანების შერულებას არ აპირებენ წიგნებით მოვაჭრეები, რადგან ამბობენ, რომ წიგნებით ვაჭრობა მთელ მსოფლიოში დაშვებულია. 

მსგავსი სიახლეები