საფრთხის შემცველი ნარკოტიკები და ბრძოლა ნარკომანიასთან - ექსპერტები ერთიანი ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ
ნარკორელიზატორების დანაშაულებრივი სქემა - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ. სფეროს სპეციალისტები ყურადღებას ფსიქოაქტიური ნივთიერებების საშიშროებაზე ამახვილებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ნარკომანიის პრობლემის აღმოფხვრის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი ცენტრის შექმნა, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაში იქნება. მათი თქმით, საკითხს ასევე კომპლექსური მიდგომა სჭირდება.
სტიმულატორები და განსაკუთრებით, ამფეტამინი, რომელიც, არსებული რეალობით, დღეს ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტად მკვიდრდება, არის უაღრესად საშიში ფსიქოაქტიური ნივთიერება. ძალიან კარგი იქნეოდა, თუკი შეიქმნებოდა ერთიანი ცენტრი, ერთი უწყება, ალბათ ეს უნდა იყოს, ჩემი აზრით, პრემიერის დაქვემდებარების ქვეშ, ან უშუალოდ ექვემდაბარებოდეს მკაცრ ვერტიკალს, რომელიც თავის თავზე აირებდა ამ ოფციებს. იმიტომ, რომ არ შეიძლება, არასწორია, როცა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა დაიყვანება მხოლოდ რეპრესიულ მეთოდებზე, მხოლოდ პოლიციურ კვლევებზე და პოლიციურ ანგარიშებზე. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, საგანმანათლებლო აუცილებლად, პირველ რიგში, - ამბობს ექსპერტი.
კიდევ ერთი ექსპერტი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში სუფთა ნარკოტიკი არ არსებობს და ყველა მათგანი გარკველ მინარევებს შეიცავს, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
რამდენიმე ინგრედიენტის შემოტანა ხდება და შემდგომ ძალიან მარტივი შეზავებით ხდება ამ ნივთიერებების ჩამოყალიბება. დღეს არცერთი ნარკოტიკი, რომელიც შემოდის ბაზარზე, არ არის სუფთა, აუცილებლად გარეულია გარკვეული მინარევები ან თითონეს ნივთიერებაა ძალიან მძიმე. ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა, რამდენი ამამიანი მოხვდა მძიმე ფსიქოზით ფსიქიატრიულში, ნარკოლოგიურში, ემერჯენსში და ა.შ., იმიტომ, რომ არ გავქვს ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც არსებობს მსოფლიოში, - ამბობს სპეციალისტი.
გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია ასზე მეტი ნარკორეალიზატორის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ასევე იმ ტელეგრამ არხებშ გავრცელდა. შსს-მ საჯარო ინფორმაციი სსაფუძველზე საქმის მოკვლევა უკვე დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.