სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში - 25 წლამდე ახალგაზრდას 7 ტყვია ესროლეს
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - მოკლულია 25 წლამდე მამაკაცი. მკვლელობა რუსთაველის გამზირზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. მას თავდამსხმელმა 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლა. არსებული ინფორმაციით, მოკლული და თავდამსხმელი ერთმანეთს იცნობდნენ.
შემთხვევა ღამით მოხდა. დაჭრილი ამერიკულ ჰოსპიტალში მიიყვანეს. დაშავებულის გადარჩენას ექიმები საათნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით გასროლის ხმა გაიგეს.
რამდენიმე გასროლის ხმა იყო ზედიზედ, - ამბობს ადგილობრივი.
"პირველების" ინფორმაციით, თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია.
გამოძიება მომხდარზე 108 განზრახ მკვლელობის და 236 იარაღის უკანონო შეზენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.