როგორ ხდება ნარკოტიკების რეალიზაცია ქვეყანაში - პირი, რომელმაც სქემა გაამხილა, პოლიციაში იკითხება

18.02.24 20:03
როგორ ხდება ნარკოტიკების რეალიზაცია ქვეყანაში - პირი, რომელმაც სქემა გაამხილა, პოლიციაში იკითხება

 

 

სამ საათზე მეტია ბათუმის პოლიციის განყოფილებაში იკითხება კაცი, ვინც ნარკოტიკების რეალიზაციის შესახებ შაბათის ეთერში ისაუბრა. რევაზ ნემსაძე ახლა გამომძიებლებს უყვება, რა სქემით ყიდიან საქართველოში სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს.

ირკვევა, რომ ვისაც ამ ბიზნესში მუშაობა უნდა, დამსაქმებელთან პირადობის მოწმობის ფოტოს და ვიდეოს აგზავნის. შერჩეულ კანდიდატს რეალიზატორი სამდღიანი სტაჟირების შემდეგ პირველ დავალებაზე უშვებს. ნარკოტიკები, ეგრეთ წოდებულ კურიერებს, ქალაქის სხვადასხვა მისამართზე მიაქვთ. თითო დადების საფასური საშუალოდ ხუთიდან ათი დოლარია.

შეჩერდება თუ არა ქვეყანაში ნარკოტიკების უკონტროლო რეალიზაცია, ეს გომელაურის უწყებაზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ გამოძიება ფორმალურია, რადგან ნარკობიზნესს გავლენიანი მფარველები ჰყავს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები