საქართველო რუსულ ბაზარზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება - საგანგაშო სტატისტიკა
რუსული გავლენა საქართველოზე და საგანგაშო სტატისტიკა - ერთ წელიწადში ქვეყანაში იმაზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე ბოლო 24 წლის განმავლობაში. ოკუპანტი სახელმწიფოდან იმპორტი ომამდელ პერიოდთან შედარებით 71% -ით არის გაზრდილი. ყველა გარემოება მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთზეა დამოკიდებული.
ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ღვინოზე მოდის. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს. წლიდან წლამდე იზრდება რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტიც. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქყვენებული მონაცემები უტყუარი მტკიცებულებაა, რომ საქართველო სულ უფრო მიჯაჭვული ხდება რუსულ ბაზარზე, რაც ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საფრთხის წინაშე აყენებს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.