ვაგზლის მოედანზე გარევაჭრობა იკრძალება - თვითდასაქმებულები დახმარებას ითხოვენ
ათობით გარემოვაჭრეს შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრება. ვაგზლის მოედანზე ხვალ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ელოდებიან. თვითდასაქმებულები კახა კალაძეს მოუწოდებენ, გადაიფიქროს გარევაჭრობის აკრძალვა.
ხვალიდან ვაგზლის მეტროსთან მუშაობა ტანსაცმლლით მოვაჭრეებსაც ეზღუდებათ და პროდუქტის გამყიდველებსაც. თვითდასაქმებულებს ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლას სთავაზობენ. თბილ, დახურულ და შედარებით კომფორტულ ადგილას მუშაობა ყველას უნდა, მაგრამ დაბრკოლება მაღალი გადასახადია.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
29.06.26 11:06
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.