ისტორიული გამარჯვება - ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის წარმატებას მთელი საქართველო ზეიმობს
ისტორიული გამარჯვება - ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის წარმატებას მთელი საქართველო ზეიმობს. კალიფორნიაში ქალაქ ანა-ჰაიმში გამართულ შეჯიბრში 27 წლის ილია თოფურიამ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც იუ-ეფ-სიში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. თოფურიას ოჯახიი აფხაზეთიდანაა. სინი წლებია ევროპაში ცხოვრობენ. შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში ილია თოფურიამ ესპანეთის სახელით იასპარეზა.
თოფურიამდე კი იყო მერაბ დვალიშვილი. ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონზეე შთამბეჭდავი შოუ მოაწყო. დვალიშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეჰუდოო დაამარცხა. ორთაბრძოლის შემდეგ კი მეტოქე ხელში აიყვანა და, პრაქტიკულად, ფეისბუქიის დამფუძნებელს მიართვა.
მარკ ცუკენბერგი, როგორც ირკვევა, ქართველი სპორტსმენისს გულშემატკივარია. პრესკონფერენციაზე, რომელიც დვალიშვილმა ჩოხით და ფაფახით შემოსილმა გამართა, თქვა, რომ ბრძოლის დროს ფეისბუქის დამფუძნებელი ჰკარნახობდა, რამდენ წუთში უნდა დაემარცხებინა ამერიკელი მეტოქე.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.