თბილისის ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ჩაცხრილეს - მოტივი, სავარაუდოდ, შურისძიებაა

18.02.24 20:00
თბილისის ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ჩაცხრილეს - მოტივი, სავარაუდოდ, შურისძიებაა

 

 

თბილისის ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ჩაცხრილეს. მამაკაცს შვიდი ტყვია ესროლეს, საკონტროლო გასროლა კი გულის არეში გახორციელდა. ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია. მოკლულს რამდენიმე წუთში სახლში გადაასვენებენ.

"პირველების" ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, რომელიც წარსულში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება. ჩვენი ინფორმაციით, 24 წლის ახაგლგაზრდას ჯერ ფიზიკურად დაუპირსპირდნენ, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სისხლლიან გარჩევაში კი ათამდე ადამიანი მონაწილეობდა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები