24 წლის ახალგაზრდის მკვლელობა თბილისში - დაკავებულია 2 პირი

19.02.24 10:46
24 წლის ახალგაზრდის მკვლელობა თბილისში - დაკავებულია 2 პირი

პოლიციამ თბილისში 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან - 1991 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ.

ჯ.ს. - ს ბრალად  ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება, ხოლო გ.ზ. ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ჯ.ს. - ს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, 1998 წელს დაბადებულ მ.ლ. - სთან. მოგვიანებით, ჯ.ს. - მ მას, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა, ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სროლის ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობარი გ.ზ. - ც, რომელმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა", - წერია უწყების განცხადებაში.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულტა წრე კიდევ გაფართოვდეს.  

მსგავსი სიახლეები