შსს-ის ინფორმაციით, თბილისში 24 წლის ბიჭი მეგობარმა მოკლა - ვინ არის დაკავებული
თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი - პოლიციამ მეგობრის მკვლელობის ბრალდებით, 33 წლის ბაჩანა სირაძე დააკავეს.
მას გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, სირაძე ყაზბეგში, ლარსის გამშვებ პუნქტთან ახლოს მაშინ დააკავეს, როცა ახალგაზრდა კაცი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
პოლიციას ამ დრომდე არ ამოუღია გალერეა თბილისის ვიდეოო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, არადა ეს კადრები დიდი ალბათობით მნიშვნელოვანი მტკიცებულება. წესით ჩანაწერში ჩანს, ვინ ფიგურირებდა ჯგუფურ დაპირისპირებაში, რაც საბოლოოდ 24 წლის მამაკაცის სასტიკი მკვლელობით დასრულდა. ახალგაზრდას შვიდი ტყვია ესროლეს, აქედან ერთი საკონტროლო იყო. მკვლელობისთვის დაკავებულია ექს პრეზიდენტის ყოფილი სიძის მინდია გოგოჭურის საძმოს წევრი.
კიდევ ერთ დაკავებულს პოლიცისთვის ცრუ ჩვენების მიცემას ედავაბიან.
გამოძიების ინფორმაციით, 18 თებერვალს, ღამის საათებში, მკვლელობაში ბრალდებულს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში თავისივე მეგობართან შელაპარაკება მოუვიდა, მოგვიანებით კი მან სხვა პირებთან ერთად, ავტომობილით მიაკითხა, ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.