უნიკალური შემთხვევა ქარელში: აღმოჩენილია გველების გამოსაზამთრებელი ადგილი (ფოტოები)

19.02.24 14:29
უნიკალური შემთხვევა ქარელში: აღმოჩენილია გველების გამოსაზამთრებელი ადგილი (ფოტოები)

საქართველოში ქვე­წარ­მავ­ლე­ბის კერ­ძოდ, "წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვე­ბის" გა­მო­სა­ზამ­თრე­ბელ ად­გილს მი­აკ­ვლი­ეს - ჰერ­პე­ტო­ლო­გებ­მა, ათობით ქვეწარმავალი ქა­რელ­ში ნახეს. 

ინ­ფორ­მა­ცი­ას და შე­სა­ბა­მის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შოთა ზან­დუ­კე­ლი ავ­რცე­ლებს.

"გუ­შინ, ილი­ა­უ­ნის მკვლე­ვა­რებ­თან და სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით ქა­რე­ლის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ლო­კა­ცი­ა­ზე, სა­დაც კერ­ძო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რა პრო­ცეს­შიც წა­ა­წყდნენ წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვე­ბის ( Dolichophis schmidti) გა­მო­სა­ზამ­თრე­ბელ ად­გილს (ასე­თი, ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში არა­ვის არ უნა­ხავს და არ შე­უს­წავ­ლი­ათ), რის გა­მოც ეკო­სის­ტე­მის ჯაჭ­ვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ვარ­დნენ დიდი საფრ­თხე­ში. ასე­ვე, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დიდი დის­კომ­ფორ­ტიც იყო, რად­გან შიში და სხვა და­ნარ­ჩე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც გვე­ლე­ბის მი­მართ არ­სე­ბობს ,მათი ასე­თი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, ამი­ტომ მოხ­და ამ გვე­ლე­ბის ამ ლო­კა­ცი­ი­დან წა­მოყ­ვა­ნა, ასე­ვე ჩა­ვა­ტა­რეთ მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი.ამ სივ­რცი­დან ამო­ვიყ­ვა­ნეთ 134 წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვი (Dolichophis schmidti),1 წენ­გოს­ფე­რი მცუ­რა­ვი (Platyceps najadum) და 1 წყლის ან­კა­რა (Natrix tessellata) .პ.ს.მად­ლო­ბა გი­ორ­გი ჭყო­ი­ძეს ბუ­ნე­ბი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო" - წერს ჰერ­პე­ტო­ლო­გი.

მსგავსი სიახლეები