ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საქართველოში უმუშევრობა შემცირდა - რას ამბობს ხალხი?
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საქართველოში უმუშევრობა შემცირდა. მონაცემები საქსტატმა გაასაჯაროა, თუმცა მოქალაქეები კვლევის ამ შედეგებს არ ეთანხმებიან. ხალხი ამბობს, რომ უმუშევრობა ქვეყანაში პირიქით - გაიზარდა. მათი თქმით, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში სამუშაოს ვერ პოულობენ, ქვენიდან გაქცევა უწევთ.
ნახევარ საქართველოზე მეტი გასულია. სიდუხჭირეა აქ და რა ქნან? არანაირი საშუალება არ არის. რაიონებში ახალგაზრდები გაიკრიფნენ. სამუშაო თითქოს არის, მაგრამ არ არის. დასაქმების დონე დაბალია. წლობით ვერ ნახულობენ და მეტირება ამაზე, წლობით შვილებზე მონატრებული დედები... ქალების მხრებზე გადადის ყველაფერი, - ამბობს მოქალაქე.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ უმუშევრობის მთავარი მიზეზი ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაა, რომლებიც საქართველოში მკვიდრდებიან. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტია სწორედ ამ ციფრებით მანიპულირებდეს.
ქვეყანაში რუსების უკონტროლო შემოდინების და ქართველების მასობრივი მიგრაციის ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რის ხარჯზე ხდება უმუშევრობის მაჩვენებლის ცვლილება და აუცილებელია, რომ სტატისტიკის სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გააკეთოს განმარტება, თუმცა ისედაც ცხადია, რომ როდესაც ქვეყნიდან გარბის მოსახლეობა და ამავდროულად, ათეულობით ათასი რუსი შემოდის ქვეყანაში და აქ ხსნიან ბიზნესს და იკავებენ ქართველების სამუშაო ადგილებს, ბუნებრივია, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს გავლენა უმუშევრობის მაჩვენებელზე, - ამბობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.