ნარკორეალიზატორები ე.წ. დამდებებს უკვე ქუჩაში ეძებენ - რას ამბობს სტენსილებზე კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ "უშიშროებიდანაა"

19.02.24 17:28
ნარკორეალიზატორები ე.წ. დამდებებს უკვე ქუჩაში ეძებენ - რას ამბობს სტენსილებზე კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ "უშიშროებიდანაა"

 

 

 

ნარკომაფია კურიერებს ეძებს - რეალიზატორები ნარკოტიკების ე.წ.  დამდებებს თბილისში ვეღარ პოულობენ, ამიტომ ხელფასის რაოდენობა რეკორდულად გაზარდეს. 

დედაქალაქის ქუჩები აჭრელებულია წარწერებით - პირობა ასეთია, მუშაობა დღეში მხოლოდ  ხუთი საათი და ხელფასი ორი ათასი  დოლარი.

სტენსილები უკვე საცხოვრებელი კორპუსების კედლებზე ჩანს. 

"პირველები" დღეს რამდენიმე მისამართზე იმყოფებოდა, ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ე.წ. კურიერების მიერ ნარკოტიკების დადების ფაქტების შესახებ იციან. 

ერთ-ერთი რესპოდენტი გადამღებ ჯგუფს ეუბნება, რომ "ის უშიშროების" თანამშრომელია, "ნარკოტიკების დადების შესახებ ზოგადად" გაუგია

რაც შეეხება კედლებზე დატანილ ე.წ. განცხადებებს, კაცი ამბობს, რომ  მისთვის "ყურადღება არ მიუქცევია".

ტელეგრამ არხებზე გაჩნდა ახალი გვერდებიც. სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები ირკვევა, რომ ცოტახნის წინ დატოვეს სამგორის რაიონშიც.

"შაბათის ეთერის; ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში ნარკოტიკები უპრობლემოდ იყიდება, მეტიც სქემაში ნარკორეალიზატორებს ე.წ. დამდებები ჰყავთ ჩართული.

ვისაც ამ ბიზნესში მუშაობა უნდა, დამსაქმებელთან პირადობის მოწმობის ფოტოს და ვიდეოს აგზავნის. შერჩეულ კანდიდატს რეალიზატორი სამდღიანი სტაჟირების შემდეგ პირველ დავალებაზე უშვებს. ნარკოტიკები, ეგრეთ წოდებულ კურიერებს, ქალაქის სხვადასხვა მისამართზე მიაქვთ. თითო დადების საფასური საშუალოდ ხუთიდან ათი დოლარია.

მსგავსი სიახლეები