მკვლელობა თბილისის შუაგულში - ვინ არის და რა გახმაურებული კრიმინალური საქმეში ფიგურირებს მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული
25 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებული ყაზბეგში იმ დროს დააკავეს, როდესაც ლარსის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობდა - ბაჩო (ჯემალ) სირაძესთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარიც, რომელსაც გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. სირაძემ ჭავჭავაძის ქუჩაზე 5 გასროლა მანქანიდან განახორციელა. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმების ჩარევამდე გული გაუჩერდა.
გამოძიების ინფორმაციით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ სიტყვიერი კონფლიქტი უძღოდა, რის შემდეგაც სირაძე სახლში წავიდა, იარაღი აიღო და 25 წლის ბიჭი ქუჩაში ჩაცხრილა. წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ბაჩო სირაძე ახლა ბრალის წარდგენას ელოდება. სხვა მტკიცებულებებთან ერთად სამართალდამცველების ხელშია იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. გამოძიება ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.
33 წლის ბაჩო სირაძის სახელს არაერთი სისხლიანი გარჩევა უკავშირდება. მას უკავშირდება შატბერაშვილის ქუჩაზე ინტერპოლის ბიუროს შეფის დაჭრა, კაცს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, სირაძეს ხელბორკილები დაადეს ნარკოდანაშაულისთვისაც, ბოლოს, ის სასჯელს ცოლზე ძალადობის ბრალდებით იხდიდა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.