სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება - ცვლილებების თანახმად, თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
ცვლილება სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმას ითვალისწინებს, რომლის მინიმალურ ოდენობა 2000 ლარს შეადგენს.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ისეთ ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებაზე, როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა-ხელშეწყობა კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.