მეწყრული პროცესებისგან დანგრეული საცხოვრებელი სახლები - სოფელ უდეშის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

19.02.24 22:12
მეწყრული პროცესებისგან დანგრეული საცხოვრებელი სახლები - სოფელ უდეშის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეშის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - მეწყრული პროცესები გააქტიურების გამო მიწაში გაჩენილმა ნაპრალებმა სახლების დაანგრია. 

გამოცემა "სამხრეთ კარიბჭის" ცნობით, ზავრადაშვილების კუთვნილებაში არსებულ სახლს კედლები ჩამონგრეული აქვს, რის გამოც ოჯახი რამდენიმე დღეა, ცხოვრებას ღია ცის ქვეშ განაგრძობს.

მეწყრული პროცესების საშიშროების ქვეშ სოფლის საბავშვო ბაღიც დგას.

მსგავსი სიახლეები