სისხლიანი ანგარიშსწორება ზესტაფონში - დაკავებულია ერთი პირი
სისხლიანი გარჩევა ხარაგაულში - შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირია დაკავებული.
უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, 108-ე და 236-ე, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შსს მეტ დეტალს არ აკონკრეტებს.
„პირველების“ ინფორმაციით კი, ხარაგაულში დაწყებული ჩხუბი ზესტაფონში გაგრძელდა, რასაც ადგილზე სროლა მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით, გარჩევაში ძალოვანი უწყების თანამშრომელიც მონაწილეობდა, რომლის სამსახურეობივი იარაღიდან გასროლასაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.