გერმანიაში, ჰიგიენური საშუალებების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - 41 წლის პირს ჰიგიენური საშუალებების ქურდობას ედავებიან.
სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მოქალაქეს ოთხი სავსე ჩანთა ჰქონდა. ჩხრეკისას ბარგში საეჭვო პროდუქცია იპოვეს, რომლის წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია.
პოლიციამ კაცი ადგილზევე დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.