NDI-ს სადამაკვირვებლო მისია ოპოზიციურ პარტიებს ხვდება
NDI-ის სადამკვირვებლო მისიამ თბილისში შეხვედრები დაიწყო. ამ წუთებში აუდიენცია ოპოზიციურ პარტიებთან იმართება. გადამწყვეტ არჩევნებამდე 9 თვით ადრე პოლიტიკოსები გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის წევრებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, რა სქემით და ხრიკებით შეიძლება "ოცნებამ" არჩევნები გააყალბოს.
ჩვენ გვექნება საუბარი იმაზე, რა უნდა გაკეთდეს, რომ "ოცნებამ" ვერ შეძლოს ქართელი ხალხის ნაცვლად ხელისუფლების მითვისება. არადა, ამას აკეთებს დღეს, ამისთვისააა მზადება, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირეით უარყო, გადაყარა ყველაფერი, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ, ევროპამ, ვენეციამ გვირჩია, ამინისტრაციული რესურსის მობილიზება ხდება კვლავაც იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება და ჩვენ, "ლელო" ვიბრძით იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს და ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება დაგვეხმარება, - ამბობს "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი.
გუშინ NDI-ის სადამკვირვებლო მისია სამოქალაქო სექტორს შეხვდა. მესამე სექტორმა აუდიენციაზე მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს.
ძირითადი აქცენტი იყო ევროკავშირის გაწერილ რეკომენდაციაზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, რა მდგომაეობაა ამ მიმართულებით, იქნება ეს კანონნმდებლობა, პოლიტიკური პარტიების მიმართულებით არსებული გარემო, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ა.შ. ცხადია, მივაწოდეთ ინფორმაცია და ჩვენი შეფასებები ამ ეტაპისთვის. ასევე, ყურადღება გამახილებული იქნება ცესკოს დაკომპლექტების წესზე, რომელიც იცით, რომ მიმდინარეობს პარლამენტში, - ამბობს ISFED-ის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.
ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები შეხვდებიან ხელისუფლებისს სამოქალაქო სექტორს, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. "ეროვნულ-დემოკრატიული" ინსტიტუტის მთავარი მიზანია, საარჩევნო კამპანია მაქსიმალურად იყოს გაკონტროლებული, რათა პროცესში ხელოვნური ჩარევები ბოლომდე გამოირიცხოს.