სისტემური გამოწვევები მართლმსაჯულების სისტემაში - საია ახალ პროექტს იწყებს

20.02.24 11:47
სისტემური გამოწვევები მართლმსაჯულების სისტემაში - საია ახალ პროექტს იწყებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პროექტს იწყებს. ევროპული ცხრა დათქმის ფარგლებში, მესამე სექტორი გეგმავს, იმუშაოს სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის კუთხით. დრო დაეთმობა სასამრთლო რეფორმაზე მუშაობასაც.

როგორც საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემები არსებობს და მათი მოგვარება ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. 9 ნაბიჯი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით განსაზღვრა, ერთ-ერთ საკითხად მართლმსაჯულების რეფორმას ითვალისწინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელება არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ველოდებით კიდევ შეფასებას, როგორ შეასრულებს საქართველო იმ 9 ნაბიჯს, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევები საზოგადოებამ კარგად იცის, ეს განსაკუთრებით მიემართება იმას, რომ ამ სისტემაში დამოუკიდებლობის პრობლემა არსებობს, ასევე არსებობს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც სამწუხაროდ, ფლობს არაერთ ინსტრუმენტს იმისა, რომ გააკონტროლოს ინდივიდუალური მოსამართლეების გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. მართლმსაჯულების სისტემაში სისტემური გამოწვევები არის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით",-განაცხადა ქურდოვანიძემ.

მსგავსი სიახლეები