დუშეთში, 32 წლის ბიჭმა "ამფეტამინი" მიიღო, დაეწყო ჰალუცინაცია, ჭას თავი მოხადა და ჩახტა - ელისო კილაძე
ნარკორეალიზატორები არ ჩერდებიან - გაშიფრული სქემა ახალ მასშტაბებზე გადის. "შაბათის ეთერის" სკანდალური გამოძიებიდან მეოთხე დღესაც, მომაკვდინებელი ნივთიერებები ინტერნეტით, უკონტროლოდ იყიდება. ტელეგრამ არხებით ნაყიდი ნარკოტიკით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი კი იზრდება.
ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი დუშეთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცს ჰალუცინაციები დაეწყო, ჭას თავი ახადა, ჩახტა და გული გაუჩერდა.
"გასულ კვირას 21 წლის ბიჭი იპოვეს სარდაფში გარდაცვლილი, იქაც საუბარი იყო, რომ "ამფეტამინის" მოხმარების შემდეგ გაუჩერდა მას გული. დუშეთში, 32 წლის ახალგაზრდამ მიიღო ეს ნივთიერება, გამოყენებისთანავე დაეწყო ჰალუცინაციები, ბიძაშვილის სახლში, გაუქმებულ ჭას მოხადა თავი და ცახტა. სამაშველოს და სასწრაფოს მოსვლამდე მას გული გაუჩერდა"- ამბობს კილაძე.