ბათუმი-სარფის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა - ფოტოები ადგილიდან
ბათუმში მეწყერი ჩამოწვა. სარფისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათის განმავლობაში, ქვიშის დიდი ლოდებით არის ჩახერგილი. მთას მიწის
ქვათაცვენა ორი სააათის წინ დაიწყო. კლდის მასის ჩამოშლის გამო, მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებით მიდის. გზაზე ტრაილერების რიგებია.
ამ წუთებშიც, ადგილზე მძიმე ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.